საზოგადოება
ერთი სოფლის ორი განსხვავებული წარწერა- კარდენახელები ტრაფარეტის შესწორებას ითხოვენ
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახში სოფლის აღმნიშვნელი ორი განსხვავებული წარწერაა. შესასვლელში შეცდომით კარდანახი აწერია, სოფლის ბოლოს კი - კარდენახი.
მოსახლეობა ტრაფარეტის შეცვლას ითხოვს. გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში გვითხრეს, რომ ამ საკითხის გადაჭრა საავტომობილო გზების დეპარტამენტის კომპეტენციაა.

უწყების ინფორმაციით კი, წარწერას მაშინ შეცვლიან, როცა მათ ოფიციალურად ან ადგილობრივი თვითმმართველობა მიმართავთ, ან მოსახლეობა.

| Print |
FaceBook Twitter Google