საზოგადოება
გურჯაანში „კახეთი-იონის“ განახლებული შენობა გაიხსნა
დღეს „კახეთი-იონის“ განახლებული შენობა საზეიმოდ გაიხსნა. გენერალური დირექტორის ნარგიზ ზიბზიბაძის თქმით, აქ მოსულ პაციენტებს სასიამოვნო გარემო დახვდებათ. „გავხსენით განახლებული სამედიცინო ცენტრი. პაციენტებს შესაძლებლობა ექნებათ, რაც შეიძლება მოკლე ვადაში მიიღონ მომსახურეობა. გარდა იმისა, რომ ცენტრში შეიქმნა სასიამოვნო გარემო, გვაქვს სისტემური ცვლილებები. ჩავატარეთ ბორდის კრება, სადაც გადაწყდა მომავალი წლის გეგმები. ბევრი საინტერესო სიახლე გვექნება. განსაკუთრებული აქცენტი გვაქვს საფრანგეთთან უფრო მეტ თანამშრომლობაზე, ექიმებს შორის გამოცდილების გაზიარებასა და კვალიფიკაციის ამაღლებაზე. ასევე ვცდილობთ ტელემედიცინის დანერგვას და გვინდა ახალი სერვისების შექმნა, რომელსაც უახლოეს მომავალში, ადგილობრივ ხელისუფლებასთან თანამშრომლობით ვგეგმავთ. “
„კახეთი-იონის“ ბორდის თავმჯდომარემ ერიკ ჟანტიმ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
„ძალიან მნიშვნელოვანია პაციენტებისთვის, როგორ გარემოში მოუწევთ მკურნალობის მიღება. ამიტომ გადავწყვიტეთ უფრო მოდერნიზებული გაგვეხადა ჩვენი სამედიცინო ცენტრი. შევეცადეთ, შეგვეცვალა პაციენტების მიღების პროცედურა, რათა უკეთესად იგრძნონ თავი შემოსვლისთანავე. ასევე გვაქვს საინტერესო გეგმები მომავალი წლისათვის. გადავწყვიტეთ, რომ უფრო მეტად განვავითაროთ ტელემედიცინა, ამისათვის ჩვენი ფრანგი კოლეგები მზად არიან. წლის განმავლობაში, ველოდებით ფრანგ ექიმებს, რომლებიც ჩამოვლენ და ქართველ კოლეგებთან ერთად შეძლებენ პაციენტების კონსულტაციას.“
გახსნის ცერემონიას, ფრანგ სტუმრებთან ერთად კახეთის გუბერნატორი, მაჟორიტარი დეპუტატი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

| Print |
FaceBook Twitter Google