საზოგადოება
გურჯაანის მერიამ ხუთ ვაკანტურ პოზიციაზე კონკურსი გამოაცხადა
გურჯაანის მერიამ კიდევ 5 ვაკანტურ პოზიციაზე კონკურსი გამოაცხადა.
ვაკანტურია შემდეგი ადგილები:-ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის ინფრასტრუქტურის განყოფილების უფროსი; ადმინისტრაციული სამსახურის საქწმისწარმოების განყოფილების უფროსი სპეციალისტი საქმისწარმოების საკითხებში; ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის ინფრასტრუქტურის განყოფილების უფროსი სპეციალისტი მშენებლობის საკითხებში; იურიდიული სამსახურის ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლების ადმინისტრირების განყოფილების უფროსი სპეციალისტი; მერის წარმომადგენლი სოფელ ჩუმლაყისა და სოფელ ყიტაანის ადმინისტრაციულ ერთეულებში;
„გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცხადდა კონკურსი. ამ ეტაპისთვის საჯარო სამსახურის ბიუროს ადმინისტრირებულ ვებგვერდზე მიმდინარეობს აპლიკაციების ატვირთვა, რომელიც 25 ივნისამდე გაგრძელდება. “ - აღნიშნა მერიის ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსმა სპეციალისტმა ხატია ზაკალაშვილმა.
მისივე თქმით, ღია კონკურსის წესით უკვე გამოვლინდნენ მერის წარმომადგენლები ზემო კაჭრეთში, ჩალაუბანსა და ნანიანში. აღნიშნულ თანამდებობებზე დაინიშნენ: სოფელ ზემო კაჭრეთში - გიორგი არუთინაშვილი; სოფელ ჩალაუბანში - ალუდი კაპანაძე, ხოლო სოფელ ნანიანში- გიორგი გოგინაშვილი. ისინი მოვალეობის შესრულებას უკვე შეუდგნენ.
| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები კონკურსი / მერია /