საზოგადოება
გურჯაანში ნაგვის კიდევ 240 ურნა განთავსდება
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ გურჯაანის მუნიციპალიტეტს ევროსტანდარტების შესაბამისი 200 ურნა გადასცა.

მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილის სიმონ ქოჩორაშვილის განმარტებით, კონტეინერები ქალაქ გურჯაანში და მუნიციპალიტეტის სოფლებში გადანაწილდება და ძირითადად ცენტრალურ მაგისტრალზე განლაგდება.
„ორმოცი ურნა გადმოგვცა არასამთავრობო ორგანიზაცია „სემმა“, 200 მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ. ჩვენ დაგეგმილი გვქონდა ადგილობრივი ბიუჯეტიდან 306 ურნის შეძენა. რადგან გადმოგვცეს, რამდენიმეღა გვაკლდება, რომელსაც წლის ბოლომდე შევიძენთ. ურნები დასაწყობებულია. გვაქვს მიღება - ჩაბარების აქტი, დღეს ან ხვალ უკვე ოფიციალურად გადმოგვცემენ.“
შეგახსენებთ, რომ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ კახეთის რეგიონს ნარჩენების ახალი, ევროსტანდარტების შესაბამისი 1 800 ურნა გადასცა. ურნები ახმეტის, გურჯაანის, დედოფლისწყაროს, თელავის, ლაგოდეხის, საგარეჯოს, სიღნაღისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში გადანაწილდა.


| Print |
FaceBook Twitter Google