საზოგადოება
სოფელ ჭერემთან მისასვლელი გზა აღადგინეს
სოფელ ჭერემთან დამაკავშირებელი დროებითი გზის მოხრეშვის სამუშაოები დასრულდა. გზა სტიქიის შედეგად რამდენიმე დღის წინ დაზიანდა, რის გამოც სოფელი გარე სამყაროს იყო მოწყვეტილი.
გურჯაანის მერიის ინფორმაციით,გზის აღდგენითი სამუშაოები დაიწყო ჭანდრის ხევთანაც, სადაც დროებითი გზა გაკეთდება. პარალელურად მიმდინარეობს კალაურის ხევის გაწმენდაც. ეტაპობრივად აღდგება სოფლებში სტიქიის შედეგად დაზიანებული წყლის სათავე -ნაგებობები. სამუშაოები ამჟამად ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი სარეზერვო ფონდიდან ფინანსდება. რაც შეეხება ხევებთან არსებული გზების და სათავე ნაგებობების კაპიტალურად, ახლიდან გაკეთებას, მილიონ 154 ათასამდე ლარია საჭიროა და თანხის გამოყოფას ინფრასტრუქუტურის სამინისტროსგან ელოდებიან.


| Print |
FaceBook Twitter Google