საზოგადოება
სოფელ მატანში 100 ჰექტრამდე ვენახი დაისეტყვა
სეტყვამ ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელი მატანი დააზარალა. წინასწარი ინფრომაციით, დაისეტყვა 100 ჰექტრამდე ფართობზე გაშენებული ვენახების 80 %.
ადგილზე იმყოფებოდა ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი სოსო ქარუმაშვილი. მისი განცხადებთ, სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს კომისია ითვლის.

მათ, ვისაც მოსავალი დაზღვეული ჰქონდა, ზარალს სადაზღვევო კომპანია აუნაზღაურებს. 


| Print |
FaceBook Twitter Google