საზოგადოება
ზუზუმბოს ტერიტორიაზე გვიანი ბრინჯაოს ხანის სამარხი აღმოაჩინეს
თელავში ზუზუმბოს ტერიტორიაზე არქეოლოგებმა დაზვერვითი სამუშაოების დროს, გვიანი ბრინჯაოს - ადრე რკინის ხანის ჩვ.წ.აღ-მდე II-I ატასწლეულით დათარიღებული სამარხი აღმოაჩინეს. სამარხში ადამიანის ჩონჩხის ნაწილები, რკინის დანა და თიხის საყოფაცხოვრებო სამარხეული ჭურჭელი აღმოაჩინეს. პროფესორ ნიკა თუშაბრამიშვილის განმარტებით სამარხი სავარაუდოდ წარჩინებულ მეომარს უნდა ეკუთვნოდეს,
,, აღმოჩენილი არქეოლოგიური ნივთების დიდი რაოდენობა, გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ შესაძლოა სამარხი მეომარს ეკუთვნოდეს. აღმოჩენილი ადამიანის ძვლები მეცნიერებათა აკადემიასთან არსებულ ქართული გენეტიკის კვლევით კომისიას და მედიცინის ისტორიის მუზეუმს გავუგზავნეთ, მათი დასკვნის შემდეგ, ზუსტად გვეცოდინება დეტალები".
აღმოჩენილი მასალა თელავის ისტორიულ მუზეუმს გადაეცემა. აღმოჩენილი სამარხის ტერიტორიაზე სამაროვანის და დასახლებების აღმოჩენის ვარაუდის დასადგენად დაზვერვითი სამუშაოების შემდეგ, არქეოლოგიური გათხრები მაშტაბურ ხასიათს მიიღებს.
| Print |
FaceBook Twitter Google