საზოგადოება
გურჯაანის საკრებულოში ახალი განყოფილება შეიქმნება
გურჯაანის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა საქმისწარმოების ელექტრონულ სისტემაზე გადავა. საკრებულოში ახალი განყოფილება შეიქმნება, სადაც კანცელარიაში უკვე დასაქმებული პირები იმუშავებენ.
ხელმძღვანელი კონკურსის წესით დაინიშნება. საკრებულოს აპარატის უფროსის თინათინ ბიწაძის განმარტებით, ეს მნიშვნელოვანი სიახლეა, როგორც საკრებულოს თანამშრომლებისთვის, ასევე მოქალაქეებისთვისაც.
„გადავდივართ ელექტრონულ საქმისწარმოებაზე რაც იმას ნიშნავს, რომ განცხადების მომართვიანობა და საქმის წარმოება ელექტრონული ფორმით მოხდება. საჭირო გახდა მოქალაქეთა მომსახურებისა და საქმის წარმოების განყოფილების შექმნა. დაემატა განყოფილების უფროსის შტატი, რომელიც კონკურსის წესით შეირჩევა. უნდა მომზადდეს მატერიალურ ტექნიკური ბაზა და როცა ყველაფერი მზად იქნება ამ ფორმატზე გადავალთ.“
მისივე თქმით, კონკურსი უახლოეს პერიოდში გამოცხადდება.
| Print |
FaceBook Twitter Google