საზოგადოება
გურჯაანში მუსიკალური ფესტივალი „კუუსალუ-გურჯაანი“ ჩატარდა
გურჯაანის მუსიკალურ სკოლაში ფესტივალი „კუუსალუ-გურჯაანი~ , ესტონეთისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტებს შორის მემორანდუმის გაფორმებით გაიხსნა.

მემორანდუმს, რომელიც კულტურის, ეკონომიკის, ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის კუთხით ურთიერთთანამშრომლობას ისახავს მიზნად, ხელი გურჯაანის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა და კუუსალუს მერმა - მონიკა სალუმ მოაწერეს. ფესტივალის ორგანიზატორის რუსუდან ჩიტაურის განმარტებით, ორ მუნიციპალიტეტს შორის მეგობრობას საფუძველი ჯერ კიდევ 2013 წელს ჩაეყარა.
„ფესტივალი ემსახურება ქართული და ესტონური საგუნდო სიმღერის პროპაგანდას. ესტონელები ჩვენთ ან უკვე მესამედ ჩამოვიდნენ. ამჯერად საიუბილეო წელია, რომელიც ორ მუნიციპალიტეტს შორის მეგობრული მემორანდუმის გაფორმებით დაგვირგვინდა. ჩამოსულები არიან კუუსალუს მერი და საკრებულოს თავმჯდომარე. ფესტივალის მიზანია ჩვენი ქვეყნის სიმღერები საერთაშორისო ასპარეზზე გავიტანოთ. “
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის არჩილ ხანდამაშვილის თქმით, მემორანდუმი კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია.
„ ჩვენი მიზანია ბევრ წარმატებულ მუნიციპალიტეტთან დავამყაროთ ურთიერთობა. გავიზიაროთ ის სიკეთეები რაც მათ პრაქტიკაში აქვთ მიღებული და ჩვეულებრივ ცხოვრების წესად აქვთ მიჩნეული. “
როგორც კუუსალუს მერმა მონიკა სალუმ აღნიშნა, მოლაპარაკებები დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა.
„ქართველები ძალიან სტუმართმოყვარე ხალხია. რაც შეეხება მემორანდუმს, რომელსაც მოვაწერეთ ხელი, იქნება მეგობრობის მემორანდუმი, რომელიც ორივე მუნიციპალიტეტს მოუტანს ინვესტიციებს .“
მემორანდუმის შემდეგ გაიმართა კონცერტი, რომელშიც მონაწილეობა როგორც გურჯაანის და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ბავშვთა ანსამბლებმა,, ასევე კუუსალუს ბავშვთა გუნდმაც მიიღო. ფესტივალი „კუუსალუ- გურჯაანი - 2018“ ა(ა)იპ გურჯაანის სამუსიკო გაერთიანების ინიციატივითა და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა.
| Print |
FaceBook Twitter Google