საზოგადოება
დიდების მემორიალზე ტელესკოპით სარგებლობა ერთი ლარი ეღირება
გურჯაანში, დიდების მემორიალზე ტელესკოპი განთავსდა. როგორც ჩვენთან საუბარში მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, ნიკა გეთიაშვილმა აღნიშნა, ტელესკოპით სარგებლობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. „ამ ტელესკოპით ნებისმიერ მსურველს შეუძლია ისარგებლოს, საფასური ერთი ლარია. აქვე დაიდგმება ბანერები, სადაც აღნიშნული იქნება მუნიციპალიტეტის ღირშესანიშნავი ადგილები. გაკეთდება განათება, განთავსდება სკამები. ეს არის დასაწყისი, ტენდენცია, რომელსაც აუცილებლად გავყვებით, რათა ეს ლამაზი ადგილი მაქსიმალურად დავტვირთოთ. მოსახლეობისთვის და ტურისტებისთვის მიმზიდველი გავხადოთ.“
შეგახსენებთ, რომ მემორიალზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ვეჟინი“, იაპონიის სოციალური განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.
| Print |
FaceBook Twitter Google