საზოგადოება
გურჯაანში მანსანკანის პირველ ტურს ოთხი გუნდი გამოეთიშა
გურჯაანის კულტურის ცენტრში მხიარულთა და საზრიანთა კლუბის პირველი შესარჩევი ტური ჩატარდა. როგორც მერიის კულტურის სამსახურის უფროსმა ეკა ცისკარაშვილმა აღნიშნა, მონაწილეობას სულ 14 გუნდი იღებდა.
„ თოთხმეტიდან ოთხი სკოლის: კაჭრეთის, ზემო კაჭრეთის, სოფელ გურჯაანის და გურჯაანის მეორე საჯარო სკოლის გუნდები გამოეთიშა. დანარჩენი 10 გუნდი 16 ივლისს მეოთხედფინალში შეხვდებიან ერთმანეთს.“
შეგახსენებთ, რომ შესარჩევი ტურები მთელი ზაფხულის განმავლობაში გაგრძელდება. პროექტის მიზანია გურჯაანს თავისი მხიარულთა და საზრიანთა კლუბის ნაკრები ჰყავდეს.
| Print |
FaceBook Twitter Google