საზოგადოება
გურჯაანის საჯარო ბიბლიოთეკაში აშშ-ს დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს
დღეს გურჯაანის ცენტრალურ ბიბილოთეკაში საზაფხულო სკოლის ბავშვებმა, ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გამართეს. საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანების ხელმძღვანელის სალომე ბოგვერაძის განმარტებით, ღონისძიება საინფორმაციო ხასიათს ატარებდა.
„ეს დღე მოკრძალებით აღვნიშნეთ. გვინდოდა ბავშვებისთვის ინფორმაცია მიგვეწოდებინა. ეს პატარები ჩვენი საზაფხულო სკოლის ბავშვები არიან, მათ თვითონ დახატეს გერბები და გააკეთეს დროშები.“
ღონისძიებას საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანების თანამშრომლებიც ესწრებოდნენ.

| Print |
FaceBook Twitter Google