საზოგადოება
კვალიფიციური კადრი - დემოკრატიული არჩევნების გარანტი [Photo-Video]
სასტუმრო “ახაშენი -ღვინის კურორტში“ დასრულდა მეორე ჯგუფის ტრენინგი, რომელიც პოლიტიკური პარტიების საარჩევნო შესაძლებლობების განვითარებას ისახავს მიზნად.
პროექტს ჟურნალისტთა ასოციაცია „მეცენატი“ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. ცესკო-ს კონტრიბუციის ფაგლებში სემინარს ერთ დღეს ატარებდა მამუკა კორაშვილი.

-„პროექტის მიზნობრიობა სავსებით მორგებულია იმ არსებულ საჭიროებებსა და გამოწვევებს, რასაც ვხვდებით საარჩევნო უბნებსა და ოლქებში. ამ ტრენინგის მთავარი ბენეფიციარები გახლავთ პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლები. გადამზადების შემდეგ მათი სახით კვალიფიციური, საჭირო უნარ-ჩვევებით აღჭურვილი რესურსი გვეყოლება შესაბამისი საარჩევნო პროცედურების განსახორციელებლად.“- აღნიშნა ტრენერმა მამუკა კორაშვილმა.

პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც თანხმდებიან იმაზე, რომ მსგავსი ტიპის ტრენინგები ხელს შეუწყობს საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას. გადამზადებული კადრი იქნება გარანტი იმის, რომ არჩევნები მშვიდ და დემოკრატიულ გარემოში ჩატარდეს.
-„ცოდნის მიღება არასოდეს არ არის ზედმეტი. თავისი გამოცდილების მიუხედავად, არავინ თქვას ყველაფერი ვიციო. ყოველ არჩევნებზე ახალი საარჩევნო კანონმდებლობით გვიწევს მუშაობა. მქონია შემთხვევა, როდესაც არა მარტო პარტიის წარმომადგენლებს, არამედ კომისიის წევრებს ელემენტარული საკითხები არ სცოდნიათ. საარჩევნო პროცესებში ჩართულობის 15- წლიანი გამოცდილება მაქვს, მაგრამ აქ ისეთი რაღაცეები გავიგე, რაზეც წარმოდგენაც არ მქონდა.“- გვითხრა ტრენინგის მონაწილე ნიკა ვარდოშვილმა.

პროექტის ფარგლებში სულ 20 პარტიის 96 წარმომადგენელი გადამზადდება. მათ ტრენინგები სხვადასხვა, წინასწარ განსაზღვრული მოდულის მიხედვით უტარდებათ.

| Print |
FaceBook Twitter Google