საზოგადოება
ხმაურის გამზომი მოწყობილობა ამ დროისთვის კახეთის არცერთ თვითმმართველობას არ აქვს
აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტების ფაქტებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ნაცვლად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ადგილობრივი თვითმმართველობები გააკონტროლებენ.
მიღებული ცვლილებების თანახმად, აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტების ფაქტებზე რეაგირებას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები მოახდენენ და აღნიშნული ნორმების დამრღვევებს შესაბამის ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას დააკისრებენ.

speqtri.ge კახეთის რვავე მუნიციპალიტეტს დაუკავშირდა. ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, 1 ივლისიდან დღემდე, ხმაურის გადამეტების გამო ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის არავის მიუმართავს. როგორც აღმოჩნდა, ხმაურის გამზომი მოწყობილობა არც ერთ მერიას არ აქვს. ზოგიერთმა მათგანმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მოწყობილობის გადაცემის მოთხოვნით უკვე მიმართა.

ცნობისთვის, "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს“ შესაბამისი მუხლები 2017 წლის 30 ივლისიდან დაემატა, რომელთა მიხედვით, აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა კანონით განისაზღვრა.



| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები კახეთი / ხმაური /