საგარეჯოს მუნიციპალიტეტშ, ქვემო სამგორის სარწყავი სისტემის
რეაბილიტაცია დასრულდა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით,
განხორციელებული პროექტის შედეგად, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის 9500
ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე გაუმჯობესდა სარწყავი წყლის
მიწოდება.
შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურმა დირექტორმა, არჩილ ბუკიამ
და მსოფლიო ბანკის სამხრეთ კავკასიის რეგიონალურმა დირექტორმა, მერსი
ტემბონმა, აღდგენილი საირიგაციო სისტემა დაათვალიერეს და ადგილობრივ
ფერმერებს შეხვდნენ. ასევე იმყოფებოდნენ იმ ფართობებზე, რომლებიც
რეაბილიტირებული სისტემიდან ირწყვება, მათ შორის 1300 ჰექტარზე
გაშენებული ნუშის პლანტაციაში, სადაც წვეთური მორწყვის სისტემებია
მოწყობილი.
სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია მსოფლიო ბანკის დაფინასნებით
"ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების" პროექტის ფარგლებში
განხორციელდა.
მასალის გამოყენების პირობები