საზოგადოება
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლებში პლასტმასის ურნებს დგამენ
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლებში ახალი ნაგვის ურნების განთავსება მიმდინარეობს.
ევროსტანდარტების შესაბამისი 200 კონტეინერი, მუნიციპალიტეტს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ გადასცა. ხოლო, 40 ცალი - კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელმა "სენი".
მერის პირველი მოადგილის სიმონ ქოჩორაშვილის განმარტებით, 180 ურნა სოფლებში ცენტრალურ მაგისტრალზე განთავსდება.
„კახიფარიდან კარდენახის ჩათვლით დაიდგმება ახალი ურნები. ვიქირავეთ მანქანა, რომლითაც ეს კონტეინერები სოფლებში მიგვაქვს და მერის წარმომადგენლები საჭიროებისამებრ ანაწილებენ. “
მისივე თქმით, პლასტმასის კონტეინერები ქალაქშიც დაიდგმება, რომელიც რკინის ურნებს ჩაანაცვლებს.

| Print |
FaceBook Twitter Google