საზოგადოება
ანაგელები გზისა და სასმელი წყლის პრობლემის მოგვარებას ითხოვენ
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაგის მცხოვრებლები ადგილობრივ ხელისუფელბას დახმარებას სთხოვენ. მათი თქმით, სოფელს არც გზა აქვს და არც წყალი.
ანაგელების განცხადებით, პრობლემის მოგვარების თხოვნით ხელისუფლებას არაერთხელ მიმართეს, მაგრამ უშედეგოდ.

,,2018 წლის საბიუჯეტო წლის დაგეგმვის დროს ანაგელები ვითხოვდით ამ გზის რეაბილიტაციას, სანიაღვრეების გაკეთებას. გაზაფხულობით მოვარდნილ ხევს ყოველწლიურად მოაქვს ქვა-ღორღი და ისედაც გაუბედურებულ გზაზე გადაადგილებას ართულებს. სიღნაღის მერიამ შეაგდო ქვა და შეუშვირა თავი - ამ გზას სანიაღვრეები არ სჭირდებაო და ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით დაიწყეს მთავარანგელოზის ხევის ნაპირსამაგრი სამუშაოები. მოქალაქებისთვის რომ თვალი აეხვიათ, გზაზე დაყარეს რამოდენიმე მანქანა მიწა, მაგარამ შედეგმა არ დააყოვნა და მოვარდნილმა წყალმა წაიღო დაყრილი მიწაც და დახარჯული ფულიც." - აღნიშნა ანაგაში მცხივრებმა ნინო გოგოლაშვილმა.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერის გიორგი გოგილაშვილის განცხადებით,  ბოლო პერიოდში მოსული სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების დროს  სოფელ ანაგაში ტექნიკამ ინტენსიურად იმუშავა.

-"მთელი დატვირთვით მუშაობდა ტრაქტორი და გზები შეძლებისდაგვარად გადავასწორეთ. ანაგელებს არაერთხელ ავუხსენით, რომ ადგილობრივ ბიუჯეტში არ არის საშუალება, რომ ამ გზაზე ასფალტი დაიგოს. თუმცა ამ პრობლემის მოსაგვარებლად და თანხების მოსაძიებლად აქტიურად ვმუშაობთ. რაც შეეხება სასმელი წყლის პრობლემას, მოგეხსენებათ გვალვების პერიოდი იყო, რამაც ისევე როგორც სხვა სოფლებს, ანაგასაც შეუქმნა გარკვეული პრობლემა. ვერ ვიტყოდი, რომ ამ კუთხით საგანგაშო მდგომარეობაა. ყოველდღიურად ვხვდები სოფლებში ჩემს წარმომადგენლებს და დეტალურ ინფორმაციას ვიღებ მათგან." - განაცხადა მერმა.

ცნობისთვის, სოფელ ანაგის მცხოვრებლებმა გზის მოაფალტების მოთხოვნით გასულ წელს აქციაც გამართეს.
Print E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
გურჯაანში, 30 წლამდე ე.ჯ-ს ქუჩაში ფიზიკურად გაუსწორდნენ და 200
ლარამდე თანხა წაართვეს. ჩვენი ინფორმაციით, დანაშაულის ჩამდენი
სავარაუდო ბრალდებული ამავე ასაკისაა.
გურჯაანში, 30 წლამდე ე.ჯ-ს ქუჩაში ფიზიკურად გაუსწორდნენ და 200 ლარამდე თანხა წაართვეს. ჩვენი ინფორმაციით, დანაშაულის ჩამდენი სავარაუდო ბრალდებული ამავე ასაკისაა.
18:10 / 26.03.2019
გურჯაანის სპორტკომპლექსს ახალი დირექტორი ჰყავს. გელა დალაქიშვილი
სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას ხვალიდან შეუდგება.
გურჯაანის სპორტკომპლექსს ახალი დირექტორი ჰყავს. გელა დალაქიშვილი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას ხვალიდან შეუდგება.
16:03 / 26.03.2019
მეორე დღეა კახეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის
სოციალური მუშაკები გაფიცვას აგრძელებენ. გუშინდელის მსგავსად,
თელავში, თეატრის წინ აქცია დღესაც გამართეს.
მეორე დღეა კახეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის სოციალური მუშაკები გაფიცვას აგრძელებენ. გუშინდელის მსგავსად, თელავში, თეატრის წინ აქცია დღესაც გამართეს.
15:31 / 26.03.2019
შინაგან საქმეთა სამინისტრო საქართველოს მოქალაქეების შენგენის ზონის
მიმართულებით გასვლების შესახებ ახალ სტატისტიკას აქვეყნებს. შსს-ს
მონაცემებით, მიმდინარე წლის თებერვალში ყველაზე მეტი, 5112 ადამიანი
გერმანიაში გაემგზავრა, შესვლაზე უარი კი 20 მოქალაქეს ეთქვა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო საქართველოს მოქალაქეების შენგენის ზონის მიმართულებით გასვლების შესახებ ახალ სტატისტიკას აქვეყნებს. შსს-ს მონაცემებით, მიმდინარე წლის თებერვალში ყველაზე მეტი, 5112 ადამიანი გერმანიაში გაემგზავრა, შესვლაზე უარი კი 20 მოქალაქეს ეთქვა.
13:36 / 26.03.2019
29 მარტს გურჯაანის საჯარო ბიბლიოთეკაში, 14:00 საათზე ინტელექტუალური
თამაშის „რა? სად? როდის?“ სასკოლო საგაზაფხულო სერიის პირველი ტური
გაიმართება.
29 მარტს გურჯაანის საჯარო ბიბლიოთეკაში, 14:00 საათზე ინტელექტუალური თამაშის „რა? სად? როდის?“ სასკოლო საგაზაფხულო სერიის პირველი ტური გაიმართება.
11:58 / 26.03.2019
სხვა ამბები
განათლების და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, 2021 წლის ბოლომდე საჯარო სკოლებში უსაფრთხოების წესით დადგენილი სტანდარტები დაინერგება.
12:42 / 23-03-2019
საგაზაფხულო მიღებაზე პროფესიულ პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მსურველთა რეგისტრაცია 8 აპრილს დაიწყება და 19 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება.
13:28 / 22-03-2019
2019-2020 სასწავლო წლისათვის პირველკლასელთა რეგისტრაციის წესში ცვლილებები შევიდა. მიზეზი, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვების ინტერესების დაცვაა.
15:31 / 20-03-2019
23-24 მარტს გურჯაანის სპორტკომპლექსში ძიუდოში ლაშა მღებრიშვილის სახელობის საერთაშორისო ტურნირი ჩატარდება.
12:24 / 19-03-2019
პარასკევს, 15 მარტს, ფრანგულ სამედიცინო ცენტრ კახეთი-იონში ჟორდანიის კლინიკის ხელმძღვანელმა, რეპროდუქტოლოგმა ნანა ჯანელიძემ კონსულტაცია გაუწია უშვილო წყვილებს. ვიზიტის ფარგლებში, კლინიკაშინ ჩამოსული იყო ასევე ინვიტრო განაყოფიერების სპციალისტ-ემბრიოლოგი ედგარ გონზალესი.
09:53 / 17-03-2019
აფხაზური ენის შესწავლის მსურველებისთვის სახელმძღვანელო გამოიცა.
14:47 / 16-03-2019
ვალუტა
EUR
EUR
1
3.0536
USD
USD
1
2.5751
GBP
GBP
1
3.4411
TRY
TRY
1
0.6764
RUB
RUB
100
4.4602
ამინდი
გურჯაანი 1 / 11 °C
img
საგარეჯო 1 / 8 °C
img
დ.წყარო 2 / 7 °C
img
სიღნაღი 1 / 11 °C
img
ლაგოდეხი 3 / 11 °C
img
ყვარელი 1 / 11 °C
img
თელავი 3 / 10 °C
img
ახმეტა 2 / 10 °C
img
კალენდარი

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.