საზოგადოება
თელავში ვერტმფრენის ავარიული დაშვებისას დაშავებულები საავადმყოფოებში რჩებიან
თელავში, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ავარიულად დაშვების დროს დაშავებული შსს-ს 5 თანამშრომლიდან ოთხი, ამ დრომდე თელავის კლინიკებში რჩება.
ექიმების ინფორმაციით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და შესაძლოა, ორი მათგანი დღეს გაწერონ.

პაცინტი, რომელსაც ლავიწის ძვალი ჰქონდა მოტეხილი და გეგმიურ ოპერაციას საჭიროებდა, ოჯახის მოთხოვნის საფუძველზე ყამბარაშვილის სახელობის კლინიკიდან რეანომობილით თბილისში, ღუდუშაურის საადმყოფოში გადაიყვანეს.

ცნობისთვის, გუშინ, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ართანასთან, სასაზღვრო პოსტ "ანდარაზართან“ ავარიული დაშვება განახორციელა. შემთხვევის შედეგად შინაგან საქმეთა სამინისტროს ხუთი თანამშრომელი დაშავდა.


| Print |
FaceBook Twitter Google