საზოგადოება
ქალაქის ტერიტორიაზე ახალი ურნების მონტაჟი მიმდინარეობს
გურჯაანში, ქალაქის ტერიტორიაზე განთავსებული ნაგვის ურნები ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი კონტეინერებით შეიცვალა. როგორც მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურში განაცხადეს, ძველი დაზიანებული იყო, ამიტომ ადგილობრივი ბიუჯეტიდან 120 ახალი ურნა შეიძინეს.
ინფრასტრუქტურის განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებელის დიანა რაქვიაშვილის განმარტებით, ამისთვის 19 425 ლარი გამოიყო.

„ ამჟამად მიმდინარეობს მისი დამონტაჟება და ურნები ქალაქის მასშტაბით ამოიცვლება. გამოცხადდა ტენდერი, რომელშიც შპს „ინგრიდმა“ გაიმარჯვა. სამონტაჟო სამუშაოებს სწორედ ეს კომპანია შეასრულებს. რაც შეეხება ძველებს, ჯერჯერობით დასაწყობდება. “

მისივე თქმით, ურნები ქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე და დიდების მემორიალის მიმდებარე ტერიტორიაზე შეიცვლება.


| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები მონტაჟი / ურნები /


მასალის გამოყენების პირობები

Без перевірок, дзвінків родичам та друзям взяти кредит в Україні пропонують мікрофінансові організації. Перегляньте ТОП компаній в списку.


Онлайн кредит дозволяє уникнути зайвих паперів та черг і саме тому кредит на карту є великим плюсом для сучасних людей. Оформлюйте в МФО.