საზოგადოება
საქართველოში კვლავ არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 16 – 19 ივლისს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი.
უწყების ინფორმაციით, ჰაერის ტემპერატურა 16 – 17 ივლისს დაბლობსა და ბარში +26, +31 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო 18 – 19 ივლისს დასავლეთ საქართველოში +29, +34, აღმოსავლეთ საქართველოში კი +32, +37 გრადუსამდე მოიმატებს.
რაც შეეხება თბილისს, უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 16 – 17 ივლისს +29, +31, ხოლო 18 - 19 ივლისს +33 +35 გრადუსი დაფიქსირდება.

| Print |
FaceBook Twitter Google