საზოგადოება
მანსანკანის მეოთხედფინალში შვიდი გუნდი გავიდა
გურჯაანის კულტურის ცენტრში მხიარულთა და საზრიანთა კლუბის ჩემპიონატის მეოთხედფინალი გაიმართა.
როგორც ჩვენთან საუბარში მერიის კულტურის სამსახურის უფროსმა ეკა ცისკარაშვილმა აღნიშნა, ამჯერად მონაწილეობას ათი საჯარო სკოლა იღებდა.
„ჟიურიმ შვიდი საუკეთესო გუნდი გამოავლინა. ნახევარფინალში გადავიდნენ: არაშენდის, კარდენახის, ქალაქ გურჯაანის ნომერ პირველი, შაშიანის, ვეჯინის, ბაკურციხის და ქალაქ გურჯაანის მეოთხე საჯარო სკოლის გუნდები. შეჯიბრს გამოეთიშნენ: კოლაგის, ვეჯინისა და ვაზისუბნის გუნდები. შემდეგი შეხვედრა თვის ბოლოს ჩატარდება. ფინალური ტური კი სექტემბერში გაიმართება, რომელსაც მასშტაბური ხასიათი ექნება. შედეგად გვეყოლება გურჯაანის მხიარულთა და საზრიანთა კლუბის ნაკრები.“
ეკა ცისკარაშვილის თქმით, გურჯაანის ნაკრები საქართველოს ნაკრებთან ერთად სექტემბერში დასამახსოვრებელ და საინტერესო კონცერტს გამართავს.


| Print |
FaceBook Twitter Google