საზოგადოება
ყვარელში „ახალგაზრდობის სკვერის“ რეაბილიტაცია მიმდინარეობს
არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ვეჟინი“ იაპონიის სოციალური განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ყვარელში ახალგაზრდული სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს. როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია „ვეჟინის“ ხელმძღვანელმა ლაურა ხარიტონაშვილმა განაცხადა, ადმინისტრირებას მსოფლიო ბანკი და ელკანა აკეთებს.
„გამოცხადდა ტენდერი, რომელშიც ადგილობრივმა ინდმეწარმემ, ლევან ფარასტაშვილმა გაიმარჯვა. კონტრაქტორი აკეთებს ილია ჭავჭავაძისა და ფულის მუზეუმს შორის მდებარე ახალგაზრდობის სკვერს, რომელიც რეაბილიტაციას საჭიროებდა. შეკეთდა შადრევანი, დაიდგმება სკამები, ურნები. სამუშაოები თითქმის დასრულებულია და ათ დღეში ჩავიბარებთ.“
ლაურა ხარიტონაშვილის განმარტებით, სარეაბილიტაციო სამუშაოებზე 36.473. 33 ლარი დაიხარჯა.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები სკვერი / ყვარელი /