საზოგადოება
სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელმა გურჯაანის მერიაში შეხვედრა გამართა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში, სახალხო დამცველის აპარატის კახეთის რეგიონულმა წარმომადგენელმა გენდერის საკითხებში, ეთერ შიუკაშვილმა მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებთან შეხვედრა გამართა. როგორც მან ჩვენთან საუბარში აღნიშნა, შეხვედრის მიზანი, სახალხო დამცველის აპარატის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის საქმიანობის მიმართულებების გაცნობა იყო.
„დღევანდელი შეხვედრის მიზანი იყო სახალხო დამცველის აპარატში არსებული გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის საქმიანობის გაცნობა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებისთვის, რომელსაც ესწრებოდნენ გენდერული საბჭოს წევრები. გავამახვილე ყურადღება ჩვენი საქმიანობის მიმართულებით და შევთანხმდით სამომავლო თანამშრომლობაზე. “
შეხვედრაზე ასევე მერიაში არსებულ იმ სოციალურ პროგრამებზე ისაუბრეს, რომელიც გენდერული მიმართულებით არსებობს.


| Print |
FaceBook Twitter Google