საზოგადოება
სოფელ ჩუმლაყში 25 წლის ანზორ სეფიაშვილს ეძებენ
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში 25 წლის ანზორ სეფიაშვილს ეძებენ. ის სახლიდან 19 ივლისს გავიდა და აღარ დაბრუნებულა.
-„ჩემი ძმა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირია. 19 ივლისს გურჯაანში პენსიის ასაღებად წავიდა. მისი კვალი ჭანდარში წყდება, საზამთროს გამყიდველმა კაცმა იცნო. მანამდეც იყო ასეთი შემთხვევა, მიდიოდა და სახლში აღარ ბრუნდებოდა. ნომერი მქონდა დატოვილი ამ საზამთროს გამყიდველ კაცთან. მან გაჩერება სთხოვა ჩემს ძმას, მაგრამ სანამ მე დამიკავშირდა, ანზორიმ აღარ მოიცადა და იქიდან წავიდა. პოლიციას 19 ივლისსვე მივმართეთ და მაშინვე მოახდინეს რეაგირება, ჩვენი ძალებითაც ვეძებთ, მაგრამ ვერ ვიპოვეთ“ - აღნიშნა speqtri-სთან ანზორ სეფიაშვილის ძმამ ჯაბა სეფიაშვილმა.

თუკი ვინმეს ინფორმაცია გაქვთ დაკარგული ახლაგაზრდის შესახებ და ის სადმე შენიშნეთ, დარეკეთ შემდეგ ნომერზე - 551 40 40 20.



| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ჩუმლაყი /