საზოგადოება
უბნის ინსპექტორებმა თელავის ახლადგახსნილ სკვერში პატრულირება დაიწყეს [Video]
ზაფხულის სეზონზე, ტურისტთა რაოდენობის ზრდის გათვალისწინებით, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის უბნის ინსპექტორებმა თელავში, კავკასიონის ქუჩაზე მდებარე ახლადგახსნილ სკვერში პატრულირება დაიწყეს.
მიზანი ადგილზე საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის უზრუნველყოფაა.

უწყების ინფორმაციით, პატრულირება ხორციელდება როგორც ქვეითად, ისე კვადროციკლით, რათა თელავში, საზოგადოებრივი თავშეყრის ერთ-ერთ ყველაზე ხალხმრავალ ადგილზე მოხდეს დანაშაულის პრევენცია და არსებობის შემთხვევაში, სამართალდარღვევის თითოეულ ფაქტს დაუყოვნებლივ მოჰყვეს სათანადო რეაგირება.



| Print |
FaceBook Twitter Google