საზოგადოება
ზიარში აღმოჩენილი არტეფაქტები ბერიტაშვილის მუზეუმში გაიგზავნება
სოფელ ზიარში, პირველყოფილი ადამიანის სახელოსნოს გათხრები ორი კვირაა რაც დაიწყო. ექსპედიციას პროფესორი ნიკა თუშაბრამიშვილი ხელმძღვანელობს.

მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და ძეგლთა დაცვის განყოფილების უფროსი სპეციალისტის თამაზ მარკოზაშვილის ინფორმაციით, სამუშაოები ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება.
„სავარაუდოდ, ეს ადგილი ქვის ხანის ჰომო ერქტუსებისა და ნიადერტანელების ნამოსახლარს წარმოადგენდეს, რომლის შესწავლისას აღმოჩენილია ქვის არტეფაქტები, ცხოველების ძვლების ნაშთები და ცეცხლის გამოყენების უძველესი კვალი. გათხრებში სტუდენტებიც მონაწილეობენ. მიმდინარეობს სიღრმისეული კვლევა, ჩადიან უფრო ქვედა ფენებში. ადგილი სოფლიდან დაახლოებით ერთ კილომეტრში, მდებარეობს. გათხრები უკვე ოთხი წელია დაიწყო და ეტაპობრივად მიმდინარეობს. ამოღებული არტეფაქტები ივანე ბერიტაშვილის მუზეუმში გადაიგზავნება.“

როგორც თამაზ მარკოზაშვილი ამბობს, სპეციალისტების ვარაუდით, არქეულოგიური გათხრებისას აღმოჩენილი მასალების მიხედვით ძეგლი, რომელიც ,,ზიარი 2-ის“ სახელითაა ცნობილი, ნახევარ მილიონ წელზე მეტით თარიღდება და შესაძლებელია დმანისის ნაქალაქარზე უფრო ადრინდელი ხანისაც კი იყოს.



| Print |
FaceBook Twitter Google