საზოგადოება
გურჯაანში ექსპერტიზის ბიუროს მშენებლობა, შესაძლოა, წელსაც ვერ დასრულდეს
ქალაქ გურჯაანში ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მშენებლობის დასრულების ზუსტი დრო კვლავ უცნობია.

როგორც ჩვენთან საუბარში სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსმა ეკა ჭუმბურიძემ განაცხადა, ამჟამად სამ სხვადახვა პროექტზე მუშაობა მიმდინარეობს.
„სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო ამჟამად სამ ინფრასტრუქტურულ პროექტზე ერთდროულად მუშაობს, რომლის შემდეგაც კახეთსა და ახალციხეში აშენდება სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტი, ხოლო თბილისში ფსიქიატრიული ექსპერტიზის დეპარტამენტის მთლიანი რეკონსტრუქცია იგეგმება. ამ ყველაფრისთვის თანხა 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტშია გათვალისწინებული. ამჟამად მიმდინარეობს პროექტების შედგენა. შემდეგ კი სამშენებლო სამუშაოები დაიწყება. გეგმით გათვალისწინებულია, რომ გურჯაანში მშენებლობა წლის ბოლოს დასრულდეს, თუმცა მასშტაბური სამუშაოებია და შეიძლება მომავალ წელშიც გადავიდეს.“

შეგახსენებთ, რომ გურჯაანში კოსტავას ქუჩა #4-ში მშენებლობა 2013 წლის ოქტომბერში დაიწყო, რასაც ადგილობრივების პროტესტი მოჰყვა. მას შემდეგ სამუშაოები რამდენჯერმე შეჩერდა.


| Print |
FaceBook Twitter Google