საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 27 ივლისამდე საქართველოს ზოგიერთ რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +31, +36 გრადუსამდე მოიმატებს.

უწყების ინფორმაციით, 25 ივლისს დასავლეთ საქართველოში მაქსიმალურმა ტემპერატურამ ზოგან შესაძლოა +40 გრადუსს მიაღწიოს. 26 ივლისს კი 2 – 3 გრადუსით დაიკლებს. აღმოსავლეთ საქართველოში 25 – 26 ივლისს ჰაერის ტემპერატურა +32, +37 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.

რაც შეეხება თბილისს, 24-26 ივლისს, დღის საათებში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ჰაერის ტემპერატურა  კი +35, +37 გრადუსამდე მოიმატებს.


| Print |
FaceBook Twitter Google