საზოგადოება
ვაზისუბანში უფასო სამედიცინო აქცია მიმდინარეობს
დღეს 10:00 დან 17:00 საათამდე, სოფელ ვაზისუბნის ამბულატორიაში გურჯაანის „ჯეოჰოსპიტალსის“ ექიმები მოსახლეობისთვის უფასო სამედიცინო გამოკვლევებს ჩაატარებენ.
პაციენტებს შეეძლებათ მიიღონ : ნევროლოგის, ენფოკრინოლოგის, კარდიოლოგის, გინეკოლოგის, ტრავმატოლოგის, ქირურგის, ონკოლოგის და ოკულისტის კონსულტაციები.

პაციენტებს, საჭიროებისამებრ, ასევე ჩაუტარდებათ მუცლის ღრუს ექოსკოპიური კვლევა და ელექტროკარდიოგრამა. აქცია გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ტარდება.



| Print |
FaceBook Twitter Google