საზოგადოება
გურჯაანმა ხილის ფესტივალს უმასპინძლა
გურჯაანში, კურორტ „ახტალის“ ტერიტორიაზე ხილის ფესტივალი გაიმართა. ღონისძიება რამდენიმე საათის განმავლობაში გაგრძელდა.
მონაწილეობა მიიღეს ხილის ადგილობრივმა მწარმოებლებმა, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებმა, ბიზნეს სექტორისა და, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. ასევე წარმოდგენილი იყო თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარული ფაკულტეტი და საზოგადოებრივი კოლეჯი „აისი“.

„ფესტივალი ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ გურჯაანი ერთ-ერთი ლიდერია, როგორც მეღვინეობაში ასევე მეხილეობაში. ამ ყველაფერს ეს დღეც ადასტურებს. აქვე მინდა გითხრათ, რომ ატმის რეალიზაციის პროცესმა იდეალურად ჩაიარა. ბაზარზე ატმის დეფიციტიც კი გვაქვს. მადლობა მინდა ვუთხრა შესაბამის უწყებებს გურჯაანელი ფერმერების გვერდში დგომისთვის.“- აღნიშნა გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა.

ხილის ფესტივალის მნიშვნელობაზე და ატმის რეალიზაციის წარმატებულად ჩატარებულ პროცესზე ისაუბრა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილმა.

„დღევანდელი დღე არის დასტური იმის, რომ ვაშლის და ვაშლატამის რეალიცაზიისა და ექსპორტის პროცესი კარგად წარიმართა. ეს არის მაგალითი იმის, როგორ იმუშავეს ერთობლივად გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, სამხარეო ადმინისტრაციამ და ადგილობრივმა თვითმმართველობამ. პროცესში ჩართული იყო მაჟორიტარი დეპუტატი დავით სონღულაშვილიც. დღეის მდგომარეობით 30 000 ტონაზე მეტი ატამია რეალიზებული, აქედან 11 000 ტონაა ექსპრტირებული. რაც შეეხება უშუალოდ ფესტივალს, მეტად მნიშვნელოვანია. ეს არის ფერმერების წახალისება და მოტივაცია, რომ ადამიანებმა მათი შრომა დაინახონ.“

ფესტივალზე თავიანთი პროდუქცია წარმოადგინეს "ფერმერ ქალთა ასოციაციის“ წევრებმა.

-„ეს ღონისძება განსაკუთრებით ხილის მწარმოებელი ფერმერებსითვისაა მნშვნელოვანი. მემაყება, რომ ფერმერ ქალთა ასოციაციის წევრებმა საკმაოდ მრავაფეროვანი პროდუქტი წარმოადგინეს. გამოიტანეს როგორც სხვადასხვა ხილი, ასევე ღვინოებიც. ეს იყო პირველი ფესტივალი, პირველი მცდელობა ფესტივალის დაფუძნების. დარწმუნებული ვარ, შემდეგი უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი იქნება.“ -აღნიშნა ფერმერ ქალთა ასოციაციის თავმჯდომირე ირინე ფხოველშვილმა.

ფესტივალი მერიის , გუბერნიის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და კახეთის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით გაიმართა.

ღონისძიების მიზანი იყო ადგილობრივი ხილის პოპულარიზაცია, მწარმოებლებსა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს შორის, სამომავლო თანამშრომლობის კუთხით კავშირების დამყარება.



| Print |
FaceBook Twitter Google