საზოგადოება
სიღნაღში დენდროლოგიური პარკის რეაბილიტაცია გრძელდება
სიღნაღში დენდროლოგიური პარკის კეთილმოწყობა და მასთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ტერასას ტიპის პარკის სასეირნო ბილიკის, (340მ) ასევე, საყრდენი კედლების მოწყობა და რეაბილიტაცია. მთელს ტერიტორიაზე დაიგება ფილები, მოეწყობა მოაჯირი, საპირფარეშო, პანდუსი, გარე განათება, განთავსედება სკამები და სანაგვე ურნები. პარკის ტერიტორიაზე გაკეთედება ფანჩატური. სამუშაოები აგვისტოს ბოლოს დასრულდება.

სამუშაოები რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით და ადგილიბრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობით ხორციელდება და მასზე 257 844 ლარია განსაზღვრული.
| Print |
FaceBook Twitter Google