საზოგადოება
თუშეთის მიმართულებით მოძრაობა აღდგა
დაახლოებით ერთი საათია, რაც თუშეთისკენ მიმავალ გზაზე მოძრაობა აღდგა. ინფორმაცია speqtri.ge-ს ახმეტის მუნიციპალიტეტის მერმა იოსებ ქარუმაშვილმა დაუდასტურა.
-„მოგეხსენებათ, ძლიერი წვიმის შედეგად გზა გუშინ ჩაიკეტა. წუხელ მთელი ღამის განმავლობაში მობილიზებული იყო ტექნიკა, თუმცა სამუშაოების ჩატარება სარიკსოა, ამიტომ დილის ხუთი საათიდან დაწყო გზის გაწმენდა. ამ დროისთვის მანქანების გადაადგილება ორივე მიმართულებით შესაძლებელია.“ - განაცხადა ქარუმაშვილმა.

ცნობისთვის, გუშინ, ძლიერი წვიმის შედეგად, ფშაველი-აბანო-ომალოს გზა რამდენიმე ადგილას დაზიანდა. სოფელ ხი სომდე,მეწყერის ადგილას მდინარეში წყლის დონემ აიწია და საავტომობილო გზა დაფარა.


| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები გზა / თუშეთი /