საზოგადოება
გერმანიიდან ჩამოსული ტვირთი თელავის ცხრა ბაღზე გადანაწილდება
თელავში გერმანიის ქალაქ ბიბერახიდან გამოგზავნილი ჰუმანიტარული ტვირთი ჩამოვიდა, რომელიც საბავშვო ბაღების, პროფესიული კოლეჯისა და სოციალური სახლისთვისაა განკუთვნილი.

როგორც ჩვენთან საუბარში ა(ა)იპ თელავის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორმა თინათინ ხანჯალიაშვილმა განაცხადა, ნივთები სასწავლო წლის დაწყებისთანავე ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში შემავალ თელავის ცხრა ბაღს გადაეცემა.
„ჩამოსულია საბნები - 3 ყუთი, ხუთი ყუთი სათამაშოები და წიგნები, ორი ველოსიპედი, 137 - სკამი (ნაწილი ხის და ნაწილი მეტალის), 31- მაგიდა, ათი თარო, ერთი კარადა, ორი ქურთუკის და ოთხი დასაკიდი კარადა. ეს ყველაფერი საჭიროებისამებრ ცხრა ბაღზე გადანაწილდება.“

მისივე თქმით, მსგავსი სახის დახმარება ა(ა)იპ თელავის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ მეგობარი ქალაქიდან პირველად მიიღო.








| Print |
FaceBook Twitter Google