საზოგადოება
ნინოსხევის ჩანჩქერზე ექვსი ადამიანია ჩარჩენილი
ლაგოდეხში, ნინოსხევის ჩანჩქერზე, 6 კაციანი ჯგუფია ჩარჩენილი, ისინი ადიდებული მდინარის გამო გამოსვლას ვერ ახერხებენ.

ინფორმაცია ამის შესახებ speqtri.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში დაუდასტურეს. უწყების ინფორმაციით ექვსივე მათგანი საქართველოს მოქალაქეა. დასახმარებლად 9 მეხანძრე მაშველია გასული და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.




| Print |
FaceBook Twitter Google