საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული
ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, ფშაველი–აბანო–ომალოს
გზის კმ24-კმ56 მონაკვეთზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.
უწყების ცნობითვე, აღნიშნული გზის კმ12-კმ72 მონაკვეთზე გადაადგილება
დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტისთვის, ხოლო
დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ამავე გზის
კმ1-კმ11 მონაკვეთზე დასაშვებია ყველა სახის ავტოტრანსპორტის
მოძრაობა.
შეგახსენებთ, რომ შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის
ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის კმ24-კმ56 მონაკვეთზე
მიწა-კლდის მასა ჩამოიშალა, რის გამოც აღნიშნულ გზაზე, 11 აგვისტოდან
ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალული იყო.
მასალის გამოყენების პირობები