საზოგადოება
საქართველოში წვიმა და სეტყვაა მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს და ხვალ აღმოსავლეთ საქართველოში უმეტესად არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება.

უწყების ინფორმაციით, დღეს დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს. ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, დღისით ზოგან შესაძლებელია ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +17, +22°, დღისით +28, +33°; მთაში ღამით +13, +18°, დღისით +25, +30°; მაღალმთაში ღამით +8, +13°, დღისით +22, +27°;

რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს - აქაც დროგამოშვებით ღრუბლიანობა მომატებს, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, შესაძლებელია სეტყვა. იქროლებს აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +15, +20°, დღისით +24, +29°; მთაში ღამით +11, +16°, დღისით +22, +27°; მაღალმთაში ღამით +7, +12°, დღისით +14, +19°.
°.

21 აგვისტოს - დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. იქროლებს აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ, ზოგან ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +18, +23°, დღისით +28, +33°; მთაში ღამით +14, +19°, დღისით +26, +31°; მაღალმთაში ღამით +9, +14°, დღისით +23, +28° დაფიქსირდება;

აღმოსავლეთ საქართველოშიც - იქნება ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, შესაძლებელია სეტყვა. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +14, +19°, დღისით +26, +31°; მთაში ღამით +10, +15°, დღისით +23, +28°; მაღალმთაში ღამით +8, +13°, დღისით +15, +20°.


| Print |
FaceBook Twitter Google