საზოგადოება
გურჯაანის ადმინისტრაციულ შენობაში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირწებულება 77 000 ლარს შეადგენს. რეაბილიტაცია 29 სექტემბერს უნდა დასრულდეს.
-„სამუშაოები მიმდინარეობს იმ მიზნით, რომ მოქალაქეთა მომსახურება გაუმჯობესდეს. მოქალაქეთა მომსახურების განყოფილება ჩამოვა ნულოვან სართულზე, ასევე მოეწყობა პანდუსი. ხელშეკრეულება პირველ ივლისს გაფორმდა და სამუშაოები 29 სექტემბერს დასრულდება. პროექტის ფარგლებში სტანდარტულად გარემონტდება ნულოვნი სართული, მეორე და მესამე სართულის დერეფანში დაიგება ლამინატი.“-აღნიშნა გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა ვლადიმერ მუსალბიშვილმა.

სამუშაოებისთვის თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან იხარჯება.

| Print |
FaceBook Twitter Google