საზოგადოება
სალომე ზურაბიშვილმა გურჯაანში შეხვედრა გამართა
პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი დღეს გურჯაანში ამომრჩევლებს შეხვდა. შეხვედრა „პაპას ბაღში“ გაიმართა, სადაც ასევე მიმდინარეობდა ხელმოწერების შეგროვება.

როგორც ჩვენთან საუბარში პრეზიდენტობის კანდიდატმა განაცხადა, დღევანდელი ჩამოსვლის ერთ-ერთი მიზანი სწორედ ხელმოწერების შეგროვება იყო.
„შეტანის ვადა 8 სექტემბერს იწურება. მე და ჩემი ახლობლები დავდივართ რეგიონებში, რომ 30 ათასამდე ხელმოწერა შევაგროვოთ. დღეს ჩამოვედით გურჯაანში და ამის პარალელურად ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემებსაც გავეცანი. მომავალში კიდევ გვექნება უფრო ორგანიზებული შეხვედრები. ერთ-ერთმა შშმ პირმა მითხრა, რომ გურჯაანში არ არის არცერთი ადაპტირებული შენობა. ყურადღება გამახვილდება სოციალურ პრობლემებზეც. არის საკითხები, რომელიც მთლიანად მთავრობის ხელშია და პრეზიდენტი ვერაფერს გააკეთებს. თუ როგორ შეიძლება ადამიანებს დახმარება გავუწიოთ, ამაზე უკვე შეიძლება პრეზიდენტმა არასამთავრობოებთან და მთავრობასთან ერთად იმსჯელოს. ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება ის, რომ ონკოლოგიურ პაციენტებს აღარ დასჭირდეთ უცხოეთში სამკურნალოდ წასვლა.“

მისივე თქმით, მომავალში უფრო მასიური შეხვედრები იქნება და მაშინ დასახელდება ის პრიორიტეტები, რომელიც მოსახლეობას ყველაზე მეტად აწუხებს.





| Print |
FaceBook Twitter Google