საზოგადოება
ჭერემში შიდა საუბნო გზაზე ასფალტი დაიგება
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭერემში შიდა სასოფლო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. როგორც მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტეს, სავალი გზის ნაწილზე უკვე დაგებულია ასფალტის საფარი.
უწყების ინფორმაციით, აღნიშნული გზის რეაბილიტაცია მოსახლეობის თხოვნით ხორციელდება, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული კომპანია, შპს "ქვენიფნელი" ასრულებს. სამუშაოების ღირებულება 358 760 ლარის და ის 27 სექტემბერს დასრულდება.

| Print |
FaceBook Twitter Google