საზოგადოება
წლის ბოლომდე საქართველოს მასშტაბით 1200 ე.წ. ჭკვიანი კამერა ამოქმედდება
შინაგან საქმეთა სამინისტრო, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მიზნით, „ჭკვიანი“ ვიდეოკამერების და სიჩქარის მზომი რადარების დამონტაჟებას მთელი ქვეყნის მასშტაბით აგრძელებს.
უწყების ინფორმაციით, წლის ბოლომდე, ქვეყნის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, როგორც ცენტრალურ მაგისტრალებზე ასევე, შიდა საქალაქთაშორისო გზებზე, დაგეგმილია 1200 ჭკვიანი ვიდეოკამერის ამოქმედება.

კამერები და სიჩქარის მზომი რადარები უკვე მოქმედებს ქობულეთის შემოვლითი გზის 32-კილომეტრიან მონაკვეთზე, ქუთაისის შემოვლით საავტომობილო გზასა და თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალზე.


| Print |
FaceBook Twitter Google