საზოგადოება
სოფელ სანიორეში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა
რეგიონებში საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობა გრძელდება. იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა 54-ე საზოგადოებრივი ცენტრი ამჯერად თელავის მუნიციპალიტეტის ორი სოფლის - ნაფარეულისა და სანიორის საზღვარზე გახსნა.

თანამედროვე სტანდარტების შენობა უახლესი ტექნიკით აღიჭურვა,  მოეწყო ბიბლიოთეკა,  სადაც ელექტრონულ წიგნებთან ერთად ბეჭდური გამოცემებიც იქნება დაცული.  ცენტრში ხელმისაწვდომი იქნება არა მხოლოდ ყველა ის საჯარო სერვისი, რომელიც იუსტიციის სახლებში გაიცემა, არამედ „მაგთისა“ და „ლიბერთი ბანკის“ მომსახურებაც.

საზოგადოებრივი ცენტრი ორი სოფლისა და მათ მიმდებარედ (სოფლებში: ლაფანყური, ართანა, ჯუღაანი, ფშაველი, ლალისყური, ლეჩური) მცხოვრებ 10 000-მდე მომხმარებელს მოემსახურება. ცენტრში ათამდე ადგილობრივი მცხოვრები დასაქმდა.

| Print |
FaceBook Twitter Google