საზოგადოება
ფარნავაზის ქუჩის რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოცხადდა
ქალაქ გურჯაანში, ფარნავაზის ქუჩის რეაბილიტაცია დაიწყება. პროექტის ფარგლებში 605 მეტრი გზა მოასფალტდება.

როგორც მუნიციპალიტეტის მერიაში განაცხადეს,  ტენდერი რომელიც 21 აგვისტოს გამოაცხადა და 11 სექტემბერს დასრულდება, რეგიონალური პროექტების ფონდიდან ფინანსდება.  შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 324 475 ლარია.


| Print |
FaceBook Twitter Google