საზოგადოება
გურჯაანში ააიპ-ების რეორგანიზაცია დასრულდა
გურჯაანის მუნიციპალიტეტში რამდენიმე ააიპის რეორგანიზაცია დასრულდა.
მერიის გადაწყვეტილებით, რეორგანიზაციის ფარგლებში გურჯაანის კულტურის სახლი, ველისციხის თეატრი და ანსამბლი ცერული გაერთიანდა. ასევე გაერთიანდა: სამხატვრო სკოლა, მუსიკალური სკოლა და მოსწავლე ახალგაზრდობის სახლი.
მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ნიკა გეთიაშვილი, აიპიების გაერთიანების მიზეზად ხარჯების დაზოგვასა და მენეჯმენტის გაუმჯობესებას ასახელებს. მისივე თქმით ოპტიმიზაციის შედეგად ასევე მოსალოდნელია კადრების შემცირება ან გაზრდა.
„ხარჯების დაზოგვა და მართვის პირობების გაუმჯობესება გარკვეულ სეგმენტში - ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჩვენი მიზანი ეს იყო. მოხდა იმ ააიპების გაუქმება, რომლის საჭიროებასაც ვერ ვხედავდით. ოპტიმიზაციაში იგულისხმება ის, რომ უნდა გაუმჯობესდეს მათი საქმიანობა, “

მერიის ინფორმაცით, კულტურის სახლის, ველისციხის თეატრის და „ცერულის“ გაერთიანების დაფინანსება 261 848 ლარით, ხოლო ხელოვნების სკოლის, მუსიკალური სკოლის და სამხატვრო სკოლის გაერთიანების დაფინანსება- 57 496 ლარით განისაზღვრა.


| Print |
FaceBook Twitter Google