საზოგადოება
ჯარისკაცის მამის მონუმენტთან სკვერი მოეწყობა
ქალაქ გურჯაანში დიდების მემორიალის რეაბილიტაცია გრძელდება. ამჟამად სამუშაოები, რომელსაც შპს „ნიუ ბილდ გრუპი “ ასრულებს, ჯარისკაცის მამის მონუმენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობს.

გურჯაანის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის ვლადიმერ მუსალბიშვილის ინფორმაციით, პროექტი 21 სექტემბერს დასრულდება.
„ხელშეკრულების ფარგლებში მოხდება: ჯარისკაცის მამის მონუმენტის კვარცხლბეკის შეკეთება - სპილენძის ფურცლების აღდგენა, მემორიალის ტერიტორიაზე ქვის წყობის რეაბილიტაცია, ასევე მთლიანი ტერიტორიისთვის 10 ცალი ვიდეო თვალის შეძენა - მონტაჟი. მონუმენტის უკან გაკეთდება მცირე სკვერი, რომელიც შემოიღობება და დაიდგმება სკამები.“

მისივე თქმით, პროექტის სახელშეკრულებლო ღირებულება 33 333 ლარია.

| Print |
FaceBook Twitter Google