საზოგადოება
„ახტალაზე“ სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს
კურორტ „ახტალაზე“ ინვესტორებმა სამუშაოები უკვე დაიწყეს. დირექტორის გიორგი უტიაშვილის განმარტებით, ამჟამად ხდება საძილე და სააბაზანო კოსპუსის რეაბილიტაცია.

„აგვისტოს შუა რიცხვებში შემოვიდნენ ინვესტორები.ეს არის კომპანია „ლობალ ვიქტორ ჯორჯია“.  ქართველები არიან, უნდათ ყველაფერი მაღალ დონეზე გააკეთონ. დაათვალიერეს ტერიტორია, მოიყვანეს დიზაინერები და არქიტექტორები. ამჟამად მიმდინარეობს შესწავლა სად რა უნდა განთავსდეს. შემდეგ დამუშავდება პროექტები და დაიწყება მშენებლობა. საძილე კორპუსსა და სააბაზანო განყოფილებაში ხდება გარეფასადების დამუშავება და შეღებვა. “

გიორგი უტიაშვილის თქმით, საკურორტო სეზონის გამო, სამუშაოები ჯერჯერობით შეზღუდულია.
„იმის გამო, რომ დამსვენებლები არიან, კორპუსებში შიგნით, სამუშაოების ჩატარება შეუძლებელია. სამომავლოდ, ყველაფერი ახალი უნდა აშენდეს. ძველი შენობები იმიტომ რემონტდება, რომ მომავალ წელს საკურორტო სეზონს ხელი არ შეეშალოს. გარდა ამისა, მოხდება წყაროს წყლის კეთილმოწყობა. სააბაზანო განყოფილებასთან დაიგება ასფალტი, გაკეთდება ბორდიურები და ნიაღვარამქცევი არხები. კეთდება შემკრები აუზი, მოხდება ასევე ტუალეტის რებილიტაცია.“

მისივე თქმით, სავარაუდოდ, ტერიტორიაზე მშენებლობები გაზაფხულისთვის დაიწყება.







| Print |
FaceBook Twitter Google