საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს და ხვალ საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +22, +27 გრადუსამდე დაიკლებს.

უწყების ინფორმაციით, 12 – 13 სექტემბერს გამოიდარებს, ხანმოკლე წვიმა ელჭექით შენარჩუნებული იქნება მხოლოდ ცალკეულ რაიონში, ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +30, +35, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში +26, +31 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.

რაც შეეხება თბილისს, აქ ღამისა და საღამოს საათებში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა +29, +31 გრადუსის ფარგლებში იქნება.


| Print |
FaceBook Twitter Google