საზოგადოება
სიღნაღში მგლისგან დაკბენილი სამი ადამიანი კლინიკიდან უკვე გაწერეს
სიღნაღის მინიციპალიტეტის სოფელ ტიბაანში მგელმა სამი ადამიანი დაკბინა. დაშავებულები არქიმედეს კლნიკაში გადაიყვანეს, სადაც ისინი შესაბამისი ვაქცინით აცრეს.
ჭრილობები წვივის, მხრის და ხელის არეში აღენიშნებოდათ. ექიმის თქმით, პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა უკვე დამაკმაყოფილებელია და სახლში გაწერეს. 

ტიბაანელების განცხადებით, სოფელში მგლების შემოსევაა და ისინი ადგილობრივ ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ.

| Print |
FaceBook Twitter Google