საზოგადოება
პარლამენტის განათლების კომიტეტმა 12 აგვისტოს უქმე დღედ გამოცხადებას მხარი დაუჭირა
პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა 12 აგვისტოს დიდგორობის უქმე დღედ გამოცხადების საკანონმდებლო ინიციატივას მხარი დაუჭირა.
კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე ფრაქცია “საქართველოს პატრიოტების“ წევრის, ემზარ კვიციანის მიერ წარდგენილი, “შრომის კოდექსში“ ცვლილებების პროექტი განიხილა, რომლის მიხედვით, უქმე დღეების ჩამონათვალს 12 აგვისტო-დიდგორობა ემატება.

კვიციანის თქმით,  ამ ინიციატივით, დიდგორის ბრძოლის დაფასება და ამ დღისთვის განსაკუთრებული სტატუსის მინიჭება ხდება.


| Print |
FaceBook Twitter Google