საზოგადოება
სტუდენტების აქცია იყალთოში განათლების რეფორმის წარდგენის პარალელურად
იყალთოს აკადემაიში განათლების რეფორმის წარდგენის შემდეგ, შავი ზღვის უნივერსიტეტის სტუდენტებმა აქცია გამართეს .ისინი პრემიერს და განათლების მინისტრს უნივრსისტეტში მიმდინარე პროცესებით დაინტერესებისკენ მოუწოდებენ.
"შავი ზღვის საერთაშორის უნვიერსიტეტის სტუდენტები მივესალმებით განათლების განვითარებისკენ მიმართულ ამ ახალ რეფორმებს, სწორედ ამიტომ ამგვარი რეფორმებისთვის სააჭიროა ისიც რომ ჩვენს უნივერსიტეტში ჩარიცხულმა სტუდენტებს სწავლის უფლება მიეცეთ. მოვითხოვთ ამ მშვიდობიანი გამოსვლებით 800 სტუდენტის უფლებებების აღდგენას, რომლებმაც პრიორიტეტი მიანიჭეს შავი ზღვის საერთაშორის უნივერსისტეტს. აუცლებელია, დავიცვათ მათი და ჩვენი უფლებები. მოვითხოვთ დაუყოვნებლივ მოგვარდეს ჩვენი უნივერსიტეტის ირგვლივ განვითარებული პრობლემები."- განაცადა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერისტეტის სტუდენტმა ანა ჭედიამ.

ცნობისთვის, დღეს იყალთოს აკადემიაში განათლების სისტემის რეფორმა საზოგადოებას პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და განათლების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა წარუდგინეს.



| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები აქცია / იყალთო /