საზოგადოება
გურჯაანს პოლონეთის დელეგაცია ეწვევა
20 სექტემბერს პოლონეთის პიასეჩნოს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები გურჯაანს ეწვევიან და სამი დღის განმავლობაში დარჩებიან.

გურჯაანის მერიის კულტურის სამსახურის უფროსის ეკა ცისკარაშვილის თქმით, სტუმრები ამ დროის განმავლობაში დაესწრებიან რთვლის პროცესს, გაეცნობიან სოფლის მეურნეობას, ადგილობრივ კულტურას და ტურიზმს.
„პიასეჩნოს რაიონთან გავაფორმეთ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. ამის ფარგლებში გურჯაანის დელეგაცია იმყოფებოდა პოლონეთში, ამჯერად უკვე ჩვენ ვმასპინძლობთ მათ. სტუმრებს გავაცნობთ ჩვენს კულტურას, დავათვალიერებინებთ არსებულ რესურსს,
როგორ სოფლის მეურნეობის მიმართულებით, ასევე კულტურის და ტურიზმის კუთხით. ძირითადი აქცენტი გაკეთდება მეღვინეობა მევენახეობაზე. ჩვენი დღის წესრიგის დიდი ნაწილიც ამას ეთმობა. მომავალში იგეგმება გურჯაანში მოყვანილი ხილი საექსპორტოდ გავიდეს პოლონეთში. დელეგაციის შემადგენლობაში შედიან: ვოიჩიეხ ოლდაკოვსკი - პიასეჩნოს რაიონის გამგებელი.ქსავერი გუტ- პიასეჩნოს რაიონის მმართველი საბჭოს წევრი. პაველ შჩიჩინსკი- პიასეჩნოს რაიონის საბჭოს წევრი. მიხალ გჟესლო - პიასეჩნოს რაიონის საბჭოს წევრი. მაგდალენა მარკუშევსკა- პიასეჩნოს რაიონის გამგეობის პრომოციის განყოფილების ხელმძღვანელი. “

მისივე თქმით, ასევე იმსჯელებენ განათლების კუთხით, რაც იმას ნიშნავს, რომ მომავალში იქნება გაცვლითი პროგრამები, როგორც სკოლის მოსწავლეებისთვის, ასევე სტუდენტებისთვის.


| Print |
FaceBook Twitter Google